24.11.2024 | 21:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 3.33 თეთრს შეადგენს. კრიზისი ყველაზე მეტად საზოგადოებაზე აისახება, მოქალაქეები საკუთარ აზრს ღიად აფიქსირებენ და ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი შესაბამის ზომებს არ იღებს ვითარებიდან გამოსასვლელად, რამაც შეიძლება ეკონომიკურ კოლაფსამდე მიგვიყვანოს.

 

 სიღარიბიდან დაძლევის გზებზე და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე წლებია საუბრობს “პატრიოტთა ალიანსი“. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი მათ ხელთ არსებულ ბერკეტებს კრიზისიდან გამოსასვლელად არ იყენებს.

 

 ოპონენტებისა და მოსახლეობის გარდა მმართველ გუნდს ეკონომიკურ პოლიტიკას უწუნებენ დარგის სპეციალისტები. ექსპერტები იმ ძირითად გზებს ასახელებენ, რომელიც ვითარებას გააუმჯობესებს და მოსახლეობას კრიზისიდან გამოიყვანს.

 

 გაუფასურებული ლარი, გაძვირებული სურსათი და შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა, ეს ამ ეტაპზე არსებული რეალობაა, მმართველი გუნდი კი ვითარებას მუდმივად დადებითად აფასებს და რეალური, შედეგის მომტანი ნაბიჯებისგან კვლავ თავს იკავებს.

 

დღის გადაცემები