28.11.2024 | 04:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ნოემბრის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 89 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, ქვეყნის მაშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 89 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ჯამში ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 447,747 კუბური მეტრი მერქანი, მათ შორის 251,609 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი, ხოლო 196,138 კუბური მეტრი მოცულობის სამასალე მერქანი, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

"რეგიონების მიხედვით სამართალდარღვევის ფაქტებიდან - 29 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 11 - გამოვლენილია ქვემო ქართლის, 4 - გამოვლენილია მცხეთა-მთიანეთის, 2 - გამოვლენილია შიდა ქართლის, 2 - სამცხე-ჯავახეთის, 3 - იმერეთის, 20 - გამოვლენილია გურიის, 11 - გამოვლენილია რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, ხოლო 7 - სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

სამართალდარმღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა და გადაყვანილ იქნა სააგენტოს "საქმიან ეზოებში". საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის გადაცემები