24.11.2024 | 20:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის, 0.5 პუნქტით გაზრდა [ვიდეო]

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის, 0.5 პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკის ცნობით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5 პროცენტს შეადგენს. 2021 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 169,700 სესხია გაცემული.  მათი აბსოლუტური უმრავლესობა   რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. „საზოგადოება და ბანკების“ ცნობით, პირველი ოქტომბრიდან პირველ ნოემბრამდე, ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 6 200 ხელშეკრულებით, ხოლო მთლიანი პორტფელი 8289 მილიონიდან 8392 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

დღის გადაცემები