24.11.2024 | 20:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ესტონეთის პრემიერი: თავიდან სანქციები მხოლოდ რუსეთისთვის იყო რთული, მაგრამ ახლა იმ წერტილამდე მივდივართ, როდესაც სანქციები მტკივნეულია ჩვენი ქვეყნებისთვისაც

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ინფლაციასა და ცხოვრების დონეზე ომის გავლენის ფონზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ევროპული ერთიანობის შენარჩუნება რთული ხდება.

"თავიდან სანქციები მხოლოდ რუსეთისთვის იყო რთული, მაგრამ ახლა იმ წერტილამდე მივდივართ, როდესაც სანქციები მტკივნეულია ჩვენი ქვეყნებისთვის და ახლა საკითხავია, რამდენი ტკივილის ატანისთვის ვართ მზად. ეს განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნისთვის. ერთიანობის შენარჩუნება ძალიან რთულია. ეს სულ უფრო და უფრო რთულდება მაღალი ინფლაციისა და ენერგორესურსების ფასების გამო", - აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში.

დღის გადაცემები