ექიმ ირმა მესხის განცხადებით, გელათის მონასტერში, ხანძრის შედეგად დაშავებული ტაძრის წინამძღვრის, იოსებ ბურჯანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ექიმის ცნობით, არქიმანდრიტს სხეულის 44% დამწვარი აქვს.
დაშავებული მამაო, ქუთაისის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
"შემოყვანილია ძალიან მძიმე მდგომარეობაში, დამწვრობითი შოკი, დამწვრობითი დაავადება, 44% საერთო ფართობი, ღრმა აქედან 30%, მდგომარეობა კრიტიკული, მიმდინარეობს მკურნალობა. ჯერჯერობით მდგომარეობა კვლავ რჩება მძიმე", - აცხადებს ექიმი ირმა მესხი.
"როგორც ჩვენ ვიცით თვითმხილველი მამაო დავითისგან, ღამის 2 საათზე გამოვიდა გარეთ და მამო უკვე გამოსული იყო მინდორში ცეცხლწაკიდებული. ის იყო შესული გვერდით კელიაში სხვა მლოცველის გადასარჩენად. ხანძარი ან დენმა ან კიდევ ბუხრიდან ნაპერწკალმა გამოიწვია", - აცხადებს დაშავებული არქიმანდრიტის ახლობელი.