"ქვეყანა თავზე ენგრევა, ყოველდღიურად ასობით ადამიანი ეღუპება, ტერიტორიებს კარგავს, მილიონობით უკრაინელი ლტოლვილად აქცია, დარჩენილი მოსახლეობის კვების და გათბობის უმძიმესი პრობლემები აქვს… ეს კიდე სიმულიანტი დამნაშავის – სააკაშვილის ფოტოებით დარბის…
ზელენსკი გვევლინება ანტიქართული შეთქმულების ავანგარდში!" – წერს "ფეისბუკის" გვერდზე მოძრაობა "აი იას" თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.
"ამ ყველაფერზე კასიანოვის საგარეოში დაბარება ნამდვილდ ვეღარ იქნება შესაფერისი პასუხი! მეტი რა უნდა გააკეთოს უკრაინის ხელისუფლებამ?! დაწყებული ელჩის გაწვევით, არ დარჩენილა უმაღლესი თანამდებობის პირი ომში ჩართვისკენ რომ არ მოეწოდებინა, ხან რას აბრალებენ ჩვენს ქვეყანას და ხან რას?! ომს თუ გამოგვიცხადებენ ოფიციალურად, მეტი რაღა დარჩა…?
P.S. სააკაშვილმა "შპიგელში" დაწერა უკრაინაში ჩანერგილმა რუსეთის სპეცსამსახურებმა გამომაგზავნეს არაჟნებთან ერთადო და ზელენსკიც უმალ გააქტიურდა… ბევრი აქვს ეტყობა ამაზეც მოსაყოლი…" – აღბიშნავს შაქარიშვილი.
დღის სიახლეები
ვატო შაქარიშვილი: "ზელენსკი გვევლინება ანტიქართული შეთქმულების ავანგარდში, ამ ყველაფერზე კასიანოვის საგარეოში დაბარება ნამდვილდ ვეღარ იქნება შესაფერისი პასუხი"
მსგავსი
დღის გადაცემები