25.11.2024 | 01:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვაქცინირებულ მედიკოსთა დაბალი მაჩვენებელი [ვიდეო]

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, ქვეყანაში გუშინ დაწყებული ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით, დისტანციურ რეჟიმში ბრიფინგი გამართა. ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სტატისტიკა წარმოადგინა, რომლის მიხედვით, სარეგისტრაციო პროტალზე 4532 მედპერსონალი დარეგისტრირდა, აქედან სამედიცინო სფეროს, მხოლოდ 1375 მუშაკი აიცრა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ეს არის დაბალი მაჩვენებალი. მან კოლეგებს მოუწოდა, მიმართვიანობა გააქტიურონ, რაც ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციას შეუწყობს ხელს. მიმართვიანობა იმდენად დაბალია, რომ თუკი გასულ წელს დაავადებათა კონტროლის ცენტრში სასულიერო პირებს სიფრთხილისკენ უხერხული ტონით მოუწოდებდნენ, ახლა დახმარებას სთხოვენ.

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი 29 დაწესებულებაშია დაწყებული, სფეროს წარომადგენლების განმარტებით, ეს მასშტაბები ხვალიდან  გაიზრდება.

დღის გადაცემები