25.11.2024 | 16:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშრებელი გზის ფერდობზე მეწყრული პროცესი ყოველდღიურად უარესდება [ვიდეო]

ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშრებელი გზის ფერდობზე მეწყრული პროცესი ყოველდღიურად უარესდება. ადგილზე ქართველი და გერმანელი ექსპერტები ინტენსიურად მუშაობენ. წინასწარი დასკვნით, მეწყრული სხეული დღეში ხუთი სანტიმეტრით გადაადგილდება. სეისმოლოგების ინფორმაციით, დაძრულია ნახევარი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასა, რომელმაც შესალოა მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას. ფერდობზე არსებული ნაპრალის სიღრმე 18 მეტრია. რისკების განსაზღვრისა და სტიქიის პრევენციისთვის ვაშლიჯვრის მოსახლეობამ პეტიცია შექმნა. დოკუმენტს ამ დროისთვის  3000-ზე მეტი ხელმომწერი აქვს. ადგილობრივებს მოთხოვნა 5 პუნქტად აქვთ გაწერილი, რომელთა ნაწილი  გერმანელი ექსპერტების მხრიდან ნაწილობრივ შესრულდა.

დღის გადაცემები