დღის სიახლეები
ვახტანგ გომელაური ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა [ვიდეო]
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს - ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
საქართველოს სინაგან საქმეთა სამისნიტროს ცნობით, შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გომელაურის თქმით, სომხეთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარია საქართველოსთვის.
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის მნიშვნელობა ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით.
ვახტანგ გომელაური სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით ფარგლეში ასევე შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსმა - ვაჰე ღაზარიანს.
მსგავსი
დღის გადაცემები