24.11.2024 | 22:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, პირი, რომელმაც საგარეჯოში გასროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი მოკლა, რამდენიმე კი დაჭრა, თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, პირი, რომელმაც საგარეჯოში გასროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი მოკლა, რამდენიმე კი დაჭრა, თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა.

"თავდაცვის სამინისტროში 2006 წლიდან მუშაობდა. ოპერატიული ინფორმაციით, რომელიც დაგვიდასტურეს, 2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური. ავღანეთის მისიაშიც ნამყოფია. რა მოხდა არავინ იცის", - განუცხადა ჟურნალისტებს გომელაურმა, რომელიც საგარეჯოში, შემთხვევის ადგილზე ჩავიდა.

ამასთან, გომელაურმა ვერ დააკონკრეტა, რა მიზეზით დატოვა 1974 წელს დაბადებულმა პირმა სამხედრო სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.

ამასთან, როგორც უწყების მორიგ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

დღის გადაცემები