24.11.2024 | 23:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვენეციის კომისია - პარტიების სანქცირება, დაფინანსების 6 თვით შეწყვეტის სახით, არაპროპორციულად აღიქმება [ვიდეო]

პოლიტიკური პარტიების და არაცალკეული დეპუტატების სანქცირება - დაფინანსების 6 თვით შეწყვეტის სახით თუკი ისინი საპარლამენტო სხდომების დიდ ნაწილს არ დაესწრებიან არაპროპორციულად აღიქმება და წინააღმდეგობაში მოდის პარლამენტის რეგლამენტთან, რომელიც უკვე ნათლად და დაბალანსებულად არეგულირებს მსგავს საკითხებს, - ამის შესახებ აღნიშნულია ვენევიის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნაში, რომელიც საარჩევნო კოდექსში  და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტს ეხება.

 

„საბოლოოდ, ჩამოთვლილი შესწორებების შედეგად, საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებები პოლიტიკური პარტიების თანასწორუფლებიანობას დაარღვევს - მათთვის უფასო საეთერო დროზე უარის თქმით, თუ ისინი სახელმწიფო დაფინანსებას არ მიიღებენ. ამ პარტიებისთვის უფასო საეთერო დროზე უარის თქმა არაპროპორციული და უსაფუძვლოა, რადგან ზუსტად იმ პარტიებს სჭირდებათ უფასო საეთერო დრო (თავიანთი ხმისა და პროგრამის ამომრჩევლებამდე მიწვდენისათვის), რომლებსაც ნაკლები დაფინანსება აქვთ“, - აღნიშნულია დასკვნაში.

დღის გადაცემები