ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზას სექტორში 150-ზე მეტი ტერორისტია ლიკვიდირებული, რომელთა უმრავლესობა „ჰამასის“ წევრი იყო. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ჰიდაი ზილბერმანის განაცხადებით, მოკლულ ტერორისტებს შორის არიან პალესტინური „ისლამური ჯიჰადის“ წევრებიც. ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტის გამწვავების შემდეგ, საერთო ჯამში, 200-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 60-ზე მეტი ბავშვი. ამასთან, ისრაელში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში „ჰამასის“ სარაკეტო იერიშებს ათი ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ორი ბავშვია. ისრაელის ქალაქებში დაშავებულია ასობით ადამიანი. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ- მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ის ისრაელსა და პალესტინელ მებრძოლებს შორის ცეცხლის შეწყვეტას უჭერს მხარს. თეთრი სახლის ინფორმაციით ბაიდენმა ისრეალს მოუწოდა, ყველა ღონე იხმაროს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
დღის სიახლეები
ვითარება ახლო აღმოსავლეთში [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები