რა როლი აქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრის დაკარგვის საფრთხეში და გასცა თუ არა ორიგინალი რუკების განადგურების ბრძანება დავით კეზერაშვილმა, ეს გამოძებამ უნდა დაადგინოს. გარეჯის ირგვლივ დაწყებული გამოძიების საქმეში კეზერაშვილის გვარი გამოჩნდა. საქმე ეხება, მიწათმქედების ინსტიტუტიდან გაუჩინარებულ გასაიდუმლოებულ მასალებს. დიმიტრი ლორთქიფანიძის ინფორმაციით, 2007 წელს სწორედ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავალებით გაიტანეს ინსტიტუტიდან, 1938 წლის რუკა, რომელიც დღემდე დაკარგულად ითვლებოდა. პარლამენტის ყოფილი წევრი დღეს მთავრ საგამოძიებო უწყებაში გარეჯის ირგვლივ დაწყებული გამოძების ფარგლებში დაკითხეს.
საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობაში თავიდანვე დაშვებულ შეცდომებზე მიუთითებს ჯაბა სამუშია. ისტორიკოსი ამბობს, რომ სადემარკაციო ჯგუფის გადაწყვეტილებების მონისტორინგის სისტემა დღემდე არ არსებობს. ისტორიკოსი საკითხში კვლევითი ინსტიტუტების ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს.
დავით გარეჯის საქმის ირგვლივ სიმართლის დადგენა ხელისუფლებისა და საგამოძიებო უწყებების ტვირთია, - ასე ფიქრობენ "პატრიოტთა ალაინსში". ოპოზიციურ პარტიაში განმარტავენ, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმების მისაღწევად, აქტიური მუშაობაა საჭირო. გოჩა თევდორაძის შეფასებით, სახეზეა სახელმწიფოს წინანაღმდეგ ჩადენილი დანაშაული. თევდორაძე გამოძიების რეალური სურვილს ვერ ხედავს და ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა გარეჯის თემა წინასაარჩევნოდ გაააქტიურა.
ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისა და „პატრიოტთა ალიანსის“ გაფრთხილების მიუხედავად, საგამოძიებო უწყება დავით გარეჯის საკითხით 2020 წლამდე არ დაინტერესდა. საქართველოს ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე რომ რეალური იყო და ქვეყნის ინტერესებს ვიღაც მიზნმიმართულად ებრძოდა, მმართველ გუნდში მხლოდ არჩევნების წინ აღიარეს. საკითხის ირგვლივ შეფასებას კი დღესაც ერიდებიან.