არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შემზღუდველი ღონისძიებების დაწესება არ იგეგმება.
ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში შეხვედრები ღია სივრცეში, პირბადის გამოყენებით გამართონ. „დედაქალაქის მოსახლეობა დაგვეხმარება და ნიღბების ინტენსიური მკაცრი გამოყენების პირობებში არ მოგვიწევს დამატებითი შეზღუდვების მიღება“- ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება რომელიც კვლავ რჩება, სოციალური დისტანცია და პირბადეების გამოყენებაა.