ზღვარი პატრიოტიზმსა და პირველყოფილურ გამოვლინებებს შორის გუშინ, გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის და მასთან ასოცირებული ჯგუფების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოშალეს. გავრილოვის სცენარის შემცირებული ვერსია ქართულმა ოცნებამ და სააკაშვილის გუნდმა ამჯერად ამერიკის მოქალაქე რუსი ჟურნალისტის ვიზიტით გაიმეორეს. პოზნერი რომ საქართველოში კერძო თვითმფრინავით ჩამოვიდოდა, ცნობილი იყო ხელისუფლების და ოპოზიციისთვის. ქართულმა ოცნებამ რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე წყალი ამჯერადაც დაასხა და საქმეც გაუმარტივა... პოზნერს აქტივისტები მის მიერ აფხაზეთზე გაკეთებულ განცხადებას ედავებოდნან, თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსი ჟურნალისტის ვიზიტს საქართველოში კანონი არ ზღუდავდა.
სცენარი ზუსტად გაშიფრეს "პატრიოტთა ალიანსში". ირმა ინაშვილი დეტალურად განმარტავს "ქართული ოცნებისა" და სააკაშვილ-ბოკერიას ჯგუფის ერთობლივი სპექტაკლის ბუნდოვან გარემოებებს.
"მოსკოვიდან თბილისში ჩამოფრინდა თვითმფრინავი, სადაც ბრძანდებოდა ცნობილი რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი, ამრიკის და რუსეთის მოქალაქე. მასთან ერთად იყო დაახლოებით ორმოცამდე ადამიანი. ძირითადად რუსი ჟურნალისტები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ბიზნესმენები. არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკოსი. ცხადია, მოსკოვიდან თბილისში ეს თვითმფრინავი ჩამოფრინდა "ქათულ ოცნებასთან" შეთანხმებით.
ჩნდება პირველი კითხვა- ადამიანებმა რომლებმაც შეძლეს თვითმფრინავის დაქირავება და მოსკოვიდან თბილისში ჩამოსვლა რატომ არ მიდიან სასტუმრო "ბილტმორში", "მერიოტში", "მეტეხში", და მიდიან სასტუმრო "რუმსში" რომელიც ითვლება სააკაშვილ -ბოკერიების და მათი პატრონების კრამერ-ბრაიზას და სხვების შეკრების ადგილად, მთავარ ცენტრად. ჩვენ გვესმის, რომ სააკაშვილ-ბოკერიებს, ქალბატონ ხოშტარიას, მათ მგზნებარე აქტივისტებს არ აინტერესებს არც ვაჟა-ფშაველა, არც სტუმრ-მასპინძელი და წაკითხულიც არ აქვთ, მაგრამ ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებული ეპიზოდი არ გახსენებთ გავრილოვთან დაკავშირებულ ეპიზოდს, სადაც ასევე პირველი მომქმედი პირი ქალბატონი ხოშტარია იყო. ამის შემდეგ სტუმრები მიდიან "ვინოტელში", არადა შეეძლოთ ევახშმათ სასტუმრო "რუმსში" სადაც დასაწყისშივე მივიდნენ, და აქაც როგორც გავრილოვის ეპიზოდის შემთხვევაში, პოლიციას პოზდნერი და მისი სტუმრები ცენტრალური შესასვლელიდან გაჰყავთ - რატომ? ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ მორიგჯერ ვიხილეთ "ქართული ოცნებისა" და სააკაშვილ-ბოკერიების პატრონების მიერ ერთობლივად დადგმული სპექტაკლი, რომელიც გაცილებით მასშტაბური იყო გავრილოვის შემთხვევაში და ახლა უფრო მცირე მასშტაბში დაიდგა. იმედია დასკვნებს საზოგადოება გამოიტანს"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.