24.11.2024 | 19:45
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვიქტორ ორბანი: "რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა არ იმუშავა, საჭიროა ახალი სტრატეგია, რომელიც ომში გამარჯვების ნაცვლად, კარგ სამშვიდობო წინადადებაზე იქნება ფოკუსირებული".
   უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით დასავლეთის სტრატეგია ოთხ საყრდენს ეფუძნება – რომ უკრაინას შეუძლია, მოიგოს ომი რუსეთის წინააღმდეგ ნატო-ს იარაღით; რომ სანქციები შეასუსტებს რუსეთს და მისი ხელმძღვანელობის დესტაბილიზაციას მოახდენს; რომ სანქციები უფრო მეტად დააზარალებს რუსეთს, ვიდრე ევროპას და რომ მსოფლიო დადგებოდა ევროპის მხარდასაჭერად. მაგრამ მისივე თქმით, დასავლეთის ეს სტრატეგია წარუმატებელი აღმოჩნდა.
    ვიქტორ ორბანი: „ჩვენ ვსხედვართ მანქანაში, რომლის ოთხივე საბურავი დაზიანებულია: სრულიად ნათელია, რომ ომი ამ გზით ვერ იქნება მოგებული. ეს ომი შეიძლება დასრულდეს მხოლოდ რუსეთსა და ამერიკას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებით".
დღის გადაცემები