დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი აშშ-სა და ნატო-სგან ეროვნული უსაფრთხოების იურიდიულ გარანტიებს კიდევ ერთხელ ითხოვს [ვიდეო]
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ რუსეთი ვაშინგტონისგან და ნატოს სხვა მოკავშირეებისგან „უსაფრთხოების იურიდიულ გარანტიებს“ ითხოვს. „ვითარება მსოფლიოში სულ უფრო ტურბულენტური და დაძაბული ხდება, რაც მოითხოვს დამატებით ძალისხმევას სტრატეგიული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და წარმოქმნილი საფრთხეებისა დასაძლევად. ეს განსაკუთრებით მოიცავს ჩვენს წინადადებას, მივიღოთ ყოვლისმომცველი, იურიდიულად უზრუნველყოფილი ეროვნული უსაფრთხოების გარანტიები აშშ-სგან და მისი ნატოელი მოკავშირეებისგან,“- აღნიშნულია ვლადიმერ პუტინის განცხადებაში, რომელიც მან „დიპლომატების დღის“ აღსანიშნავად გამოაქვეყნა.
მსგავსი
დღის გადაცემები