"გლობალური ეკონომიკა და ენერგეტიკის სექტორი მწვავე კრიზისს განიცდის, რომელიც დაკავშირებულია ცალკეული ქვეყნების ქმედებებთან", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
"მსოფლიო ეკონომიკა დღეს მძაფრ კრიზისს განიცდის, რაც დაკავშირებულია ენერგორესურსებზე არასტაბილური საფასო დინამიკით, ასევე, მოთხოვნისა და მიწოდების ბალანსის დარღვევით. თუმცა, გარდა ამისა, საქმე გვაქვს ბაზრის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან განხორციელებულ დივერსიებთან და აქ, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთის ნაკადზე მომხდარ ინციდენტს ვგულისხმობ.
ისინი მხოლოდ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებით ხელმძღვანელობენ. ისინი კონკურენტების დისკრიმინაციას ეწევიან ბაზარზე და თუ ეს არ გამოსდით, პირდაპირ დივერსიებს მიმართავენ. ეჭვი არ არის, რომ ეს საერთაშორისო ტერორიზმის მაგალითია და მისი მიზანი მთელი კონტინენტის ენერგოუსაფრთხოების ჩამოშლაა. ამას ემატება ყირიმის ხიდზე მომხდარი ტერაქტი, რომელიც უკრაინული სპეცსამსახურების მოწყობილია", - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.