დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო მოსკოვში შეხვედრას გამართავენ
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით მოსკოვში 5-6 აპრილს გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ბელტა" ავრცელებს.
"ლუკაშენკო 5-6 აპრილს სამუშაო ვიზიტით იქნება რუსეთის ფედერაციაში, სადაც სამოკავშირეო სახელმწიფოს უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას და პუტინს შეხვდება", - წერს "ბელტა".
კრემლის თანახმად, ხუთშაბათს ბელარუსისა და რუსეთის ლიდერები აქტუალურ ორმხრივ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ.
მსგავსი
დღის გადაცემები