24.11.2024 | 21:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი - "დასავლეთმა ფსონი ენერგიის არატრადიციულ წყაროებზე დადო - ზამთარი გრძელი აღმოჩნდა, ქარი არ იყო და სულ ეს არის"

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, ნავთობსა და გაზზე ფასების ზრდა დასავლეთის პოლიტიკამ გამოიწვია.

მისი თქმით, ევროპამ უგულებელყო ენერგიის ტრადიციული წყაროები ალტერნატიულ წყაროებს დაეყრდნო.

"ისინი არატრადიციული ურთიერთობების სფეროს დიდი სპეციალისტები არიან. აი, ენერგეტიკის სფეროშიც გადაწყვიტეს ფსონი ენერგიის არატრადიციულ ფორმებზე დაედოთ: მზე, ქარის ენერგია. ზამთარი გრძელი აღმოჩნდა. ქარი არ იყო და სულ ეს არის", – აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, დასავლეთი ენერგეტიკულ კრიზისში "გაზპრომს" ადანაშაულებს, თუმცა თავად დახურა ენერგეტიკული მარშრუტები და სანქციები დააწესა.

"აბა, რა შუაშია "გაზპრომი"? დაკეტეს ერთი მარშრუტი, მეორე მარშრუტი, სანქციები დააწესეს. თვითონ დახურეს ყველაფერი", - აღნიშნა პუტინმა.

დღის გადაცემები