რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და ემანუელ მაკრონის მოლაპარაკებები მოსკოვში 5 საათზე მეტ ხანს გაგრძლედა. პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებათა მთავარი თემა უკრაინა და აღმოსავლეთით ნატოს არ გაფართოება იყო. როგორც მოლაპარაკებათა დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას, რადგან მათ საზღვრებთან ალიანსის გაფართოება საფრთხეს წარმოადგენს. „ჩვენ არ მივდივართ ნატო-სკენ, ნატო მოდის ჩვენსკენ. ამიტომ, იმის თქმა, რომ რუსეთი აგრესიულად იქცევა, საღ ლოგიკას არ შეესაბამება.“ - განაცხადა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე და აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღებას. „თუ ეს ასეა, რატომ მოაწერეს ხელი ამ ქვეყნებმა 2008 წელს ბუქარესტში დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების კარს უხსნიან?“- აღნიშნა პუტინმა.
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი - კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები