24.11.2024 | 19:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი: "მდგომარეობა დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში უაღრესად რთულია, იქ მცხოვრები ხალხი - რუსეთის მოქალაქეები, ჩვენი უსაფრთხოების უწყებების დაცვის იმედადაა"

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა უკიდურესად რთულია და უსაფრთხოების ძალებმა "ახალ რეგიონებში" ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ უზრუნველყონ მაქსიმალური უსაფრთხოება, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

"განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო უსაფრთხოების უწყებების ქვედანაყოფები, რომლებმაც მოქმედება რუსეთის ახალ რეგიონებში დაიწყეს. დიახ, ახლა თქვენ რთულ მდგომარეობაში ხართ. მდგომარეობა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში უაღრესად რთულია, მაგრამ იქ მცხოვრები ხალხი - რუსეთის მოქალაქეები - თქვენი დაცვის იმედადაა", - აღნიშნა პუტინმა.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ საჭიროა უსაფრთხოების უწყებების მუშაობის გაძლიერება საკვანძო მიმართულებებით ახალი საფრთხის გაჩენის ფონზე და დაავალა სპეცსამსახურებს, მუდმივი კონტროლის ქვეშ ჰყავდეთ მოქალაქეების მასობრივი საცხოვრებელი ადგილები, ტრანსპორტის სტრატეგიული ობიექტები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.

"ახლა კონტრდაზვერვის, მათ შორის სამხედრო კონტრდაზვერვის, მაქსიმალური სიმშვიდე, ძალების კონცენტრაციაა საჭირო. აუცილებელია უცხოური სპეცსამსახურების ქმედებების სასტიკი ჩახშობა, მოღალატეების, ჯაშუშებისა და დივერსანტების სწრაფი გამოვლენა", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

დღის გადაცემები