დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი: "რუსეთ-ჩინეთის სამხედრო თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს აძლიერებს"
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ და ნდობით აღსავსე ურთიერთობებს აძლიერებს.
რუსული მედიის ინფორმაციითთ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ლი შანფუსთან შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა სამხედრო სფეროში მოსკოვისა და პეკინის "წარმატებულ და მრავალფეროვან" თანამშრომლობაზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც აძლიერებს ჩვენი ურთიერთობების ექსკლუზიურად სანდო, სტრატეგიულ ხასიათს, ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
კრემლში გამართულ შეხვედრას რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუც დაესწრო.
მსგავსი
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
22.11.2022 / 14:15
თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, ისრაელი უკრაინას იარაღით დაეხმარება
18.11.2022 / 15:45
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა "მარცვლეულის დერეფნის" საკითხი განიხილეს
17.11.2022 / 14:25
იენს სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება"
დღის გადაცემები