რუსეთი მომავალში თავის პოლიტიკას ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით ააგებს, ამას დღეს პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
"ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ფაქტები, ისტორიული ფაქტები გახდეს მილიონობით ადამიანის საკუთრება, რათა სწორედ მათზე დავაფუძნოთ ჩვენი დღევანდელი ქცევა და ავაშენოთ ჩვენი მომავლის პოლიტიკა. ამას სერიოზული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დღევანდელი დღისთვის და მომავლისთვის", - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, არ უნდა მოხდეს იმის დავიწყება, რომ "მეორე მსოფლიო ომში" გამარჯვება საბჭოთა კავშირის ყველა ხალხის წარმომადგენელმა მოიპოვა.
"ჩვენ ეს არასდროს დაგვიწყებია, არ გვავიწყდება და არ დავივიწყებთ. ამასთან, ისტორიული ფაქტია, რომ დიდ სამამულო ომში დანაკარგების 69%, თითქმის 70% რუსეთის ფედერაციაზე მოდის. ეს ასევე ისტორიული ფაქტია", - აღნიშნა პუტინმა.