24.11.2024 | 19:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი: "ჩინეთის გეგმის ბევრი პირობა ემთხვევა რუსეთის მიდგომებს და მშვიდობიანი დარეგულირების საფუძვლად შეიძლება იყოს აღებული, როდესაც დასავლეთსა და კიევში მზად იქნებიან"

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, უკრაინის გარშემო სიტუაციის დარეგულირების საფუძვლად ჩინეთის სამშვიდობო გეგმა შეიძლება იყოს გამოყენებული. ამის შესახებ მან ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პუტინის თქმით, ამისთვის დასავლეთსა და კიევში მზად არ არიან.

"რა თქმა უნდა, უკრაინის გარშემო სიტუაციაც არ დავტოვეთ ყურადღების მიღმა. ვთვლით, რომ ჩინეთის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმის ბევრი პირობა ემთხვევა რუსეთის მიდგომებს და სამშვიდობო დარეგულირების საფუძვლად შეიძლება იყოს აღებული, როდესაც ამისთვის დასავლეთში და კიევში იქნებიან მზად. თუმცა, მათი მხრიდან ასეთ მზაობას ჯერ ვერ ვხედავთ", - განაცხადა პუტინმა.

თავის მხრივ, ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ პეკინი "უკრაინის სიტუაციაში" მშვიდობასა და დიალოგს უჭერს მხარს.

ცნობისთვის, თებერვალში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ე.წ. "სამშვიდობო გეგმა" წარადგინა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დარეგულირების საკუთარი იდეებით.

გამოქვეყნებული დოკუმენტი 12 პუნქტისგან შედგება: ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა; "ცივი ომის მენტალიტეტზე" უარის თქმა; სამხედრო ქმედებების შეწყვეტა; სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენა; ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება; სამოქალაქო მოსახლეობისა და ომის ტყვეების დაცვა; ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სტრატეგიული რისკების შემცირება; მარცვლეულის ექსპორტისთვის ხელშეწყობა; "ცალმხრივი სანქციების" შეწყვეტა; სამრეწველო ჯაჭვებისა და მიწოდების ჯაჭვების მხარდაჭერა; ომისშემდგომი აღდგენის ხელშეწყობა.

დღის გადაცემები