დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი - ჯო ბაიდენთან დაგეგმილი სამიტი ორ ქვეყანას შორის პირადი კონტაქტების აღდგენას შეუწყობს ხელს [ვიდეო]
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკელ კოლეგასთან დაგეგმილი სამიტი ორ ქვეყანას შორის დიალოგის დამყარებას და პირადი კონტაქტების აღდგენას ხელს შეუწყობს. როგორც ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, რუსეთი მზად იქნება, აშშ-ს გადასცეს კიბერდამნაშავეები, თუ ვაშინგტონი იმავეს გააკეთებს მოსკოვისთვის და ამის შესახებ ორი სახელმწიფო შეთანხმებას მიაღწევს. მისი თქმით, არსებობს ორმხრივი ინტერესის რამდენიმე საკითხი რომლებზეც შეუძლიათ ნამდვილად ეფექტურად იმუშაონ - სტრატეგიული სტაბილურობა, რეგიონული კონფლიქტები და გლობალურ დონეზე გარემოსთან დაკაშირებული წუხილი. რუსეთის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება გაახანგრძლივა, რაც ვლადიმერი პუტინის აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
მსგავსი