რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს დებატებში იწვევს. პუტინმა ამერიკელ კოლეგას დისკუსიის გაგრძელება ონლაინ რეჟიმში შესთავაზა. მან ასევე ჩამოთვალა თემები, რომელთა განხილვა ორი ქვეყნის ლიდერებს შეუძლიათ. ეს თემებია ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული კონფლიქტების მოგვარება, ბრძოლა პანდემიასთან და ასევე ბევრი სხვა რამ, რაზეც, პუტინის თქმით, კოლეგებმა პირდაპირ და გულკახდილად უნდა ისაუბრონ. შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის „საფასურს გადაიხდის“. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია, ბაიდენმა უპასუხა: „დიახ“. აღნიშნული განცხადებების საპასუხოდ მოსკოვმა აშშ-ში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენს დებატებში იწვევს [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები