დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბრის დროს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში კავშირების განვითარება, განიხილეს, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
"რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. მათ განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებში კავშირების შემდგომი განვითარების საკითხები", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, გარდა ამისა, პოლიტიკოსები პირადი კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
მსგავსი
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
18.11.2022 / 15:45
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა "მარცვლეულის დერეფნის" საკითხი განიხილეს
17.11.2022 / 14:25
იენს სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება"
დღის გადაცემები