დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაცია დაიწყო
ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა.
„დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს. ამასთან დაკავშირებით, გაერო-ს დადგენილების მე-7 ნაწილის, 51-ე მუხლის შესაბამისად, ფედერალური საბჭოსა სანქციით და დონეცკსა და ლუგანსკთან ფედერალური ასამბლეის მიერ რატიფიცირებული მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად“, – ნათქვამია პუტინის განცხადებაში.
ამასთან რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთის გეგმებში არ შედის უკრაინის ოკუპაცია, თუმცა რუსეთი ისწრაფვის მისი დემილიტარიზაციისკენ.
მსგავსი
დღის გადაცემები