დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე განცხადება გააკეთა [ვიდეო]
რუსეთი ყველაფერს გააკეთებს საკუთარი ხალხის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გააუმჯობესებს შეიარაღებულ ძალებს, გამოიყენებს დიპლომატიის შესაძლებლობებს და დიალოგს გამართავს ყველა დაინტერესებულ პარტნიორთან, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი შეშფოთებულია ქვეყნის საზღვრებთან ნატო-ს ინფრასტრუქტურის ზრდით და ასევე იმით, რომ ალიანსი უარს ამბობს არსებითად განიხილოს მოსკოვის წინადადებები. თუმცა რუსეთის ლიდერი იმედს გამოთქვამს, რომ საბოლოოდ საღი აზრი და მოსკოვთან კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარების სურვილი გაიმარჯვებს.
მსგავსი