დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინელებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულად მიღების შესახებ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც უკრაინის ყველა მოქალაქისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურა იმოქმედებს.
"უკრაინის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ან უკრაინის ტერიტორიაზე, უფლება აქვთ მოითხოვონ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა გამარტივებული წესით", - ნათქვამია დოკუმენტში.
მანამდე ეს პროცედურა ეხებოდა იმ უკრაინელებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ქვეყნის აღმოსავლეთით, არაღიარებულ რესპუბლიკებში, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.
მსგავსი
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
22.11.2022 / 14:15
თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, ისრაელი უკრაინას იარაღით დაეხმარება
17.11.2022 / 14:25
იენს სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება"
დღის გადაცემები