დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინსა და ბორის ჯონსონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა [ვიდეო]
დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები მკაფიო შეთანხმებების შესამუშავებლად, რომლებიც ნატოს აღმოსავლეთისკენ წინსვლას გამორიცხავს. ამის შესახებ სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დიდი ბრიტანეთის პერემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს განუცხადა. კრემლის პრეს-სამსახურის ინფორმაციით ვლადიმერ პუტინმა ბორის ჯონსონთან საუბარში აღნიშნა, რომ რუსეთი წარმოადგენს პროექტს, რომლის თანახმად ბლოკმა აღმოსავლეთის საზღვრებთან რუსეთს საფრთხე არ უნდა შეუქმნას. ამავე ინფორმაციის თანახმად პუტინმა ჯონსონთან საუბრისას ნატოს მიერ უკრაინის ტერიტორიის სამხედრო თვალსაზრისით აქტიურად ათვისებასთან დაკავშირებით მიანიშნა.
მსგავსი
დღის გადაცემები