უკრაინის პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო კოალიციის შექმნისკენ და მისი შეჩერებისკენ მოუწოდებს. მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთს მშვიდობა, წერს ვლოდიმერ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. ზელენსკის განცხადებით, ამის თაობაზე ის უკვე ესაუბრა ჯო ბაიდენს, ოლაფ შოლცს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ასევე ბორის ჯონსონსა და ანჟეი დუდას და მათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების და უკრაინისთვის თავდაცვითი და ფინანსური მხარდაჭერის თხოვნით მიმართა.
უკრაინელი სამხედროების რიგებში დანაკარგებია რის გამოც ისინი ჰუმანიტარული კორიდორების გახსნას ითხოვენ. ამის შესახებ რუსეთის მიერ აღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმოამდგენლები აცხადებენ. ე.წ. დნრ-ის შინაგან საქმეთა მინისტრის, ედუარდ ბასურინის განცხადებით მათი თქმით უკრაინელი სამხედროები მზად არიან იარაღი დაყარონ და მათ მხარეს გადმოვიდხნენ.