დღის სიახლეები
ვლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები არ შეიცვლება [ვიდეო]
რუსეთის პრეზიდენტის მიერ დონბასის რესპუბლიკების დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარებას გამოხმაურება მოჰყვა კიევში. უკრაინის პრეზიდენტმა ვლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. „ველით მკაფიო და ეფექტურ ნაბიჯებს პარტნიორებისგან. ამჟამად მნიშვნელოვანია გავიგოთ ვინ არის ნამდვილი მეგობარი და მოკავშირე და ვინ განაგრძობს რუსეთის ფედერაციის მხოლოდ სიტყვებით დაშინებას.“ - განაცხადა ვლოდიმირ ზელენსკიმ. ამავდროულად აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დონბასის აღიარება ამერიკის ნაციონალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმის. ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებთან ვაჭრობას და ინვესტიციებს კრძალავს.
მსგავსი
დღის გადაცემები