24.11.2024 | 21:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვოლოდიმირ ზელენსკი: "არ შემიძლია ტრამპის დადანაშაულება, ვინაიდან, მის დროს სრულმასშტაბიანი შემოჭრა არ ყოფილა, არ ვიცი, მას რა რეაქცია ექნებოდა"

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან არ იცის დონალდ ტრამპს რა რეაქცია ექნებოდა უკრაინაში ფართომასშტაბიან შემოჭრაზე. ამის შესახებ მან იტალურ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რიგი "მესიჯები", რომლებიც აშშ-ში წინასაარჩევნო პერიოდში ისმის, მასში შეშფოთებას იწვევს, მაგრამ უკრაინისადმი ორპარტიულ მხარდაჭერაში რწმენას ინარჩუნებს.

"არის "მესიჯები", რომლებიც ჩვენში შეშფოთებას იწვევს. ის პოლიტიკურია, ვინაიდან, ისმის საარჩევნო პროცესის დროს უკრაინისადმი მხარდაჭერის შემცირების შესახებ. ვთვლი, რომ ეს წინასაარჩევნო ნაბიჯებია. ორპარტიული მხარდაჭერა არის, იგი ნარჩუნდება. რა თქმა უნდა, თუ პოლიტიკური ატმოსფერო გადაიტვირთება, შეიძლება რამე შეიცვალოს" - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა შეერთებულ შტატებში არჩევნებზე დონალდ ტრამპის გამარჯვების შესაძლებლობაზე.

"ნებისმიერ შემთხვევაში ეს ხალხის არჩევანია, ბაიდენი უფრო გვეხმარება, მაგრამ ამავდროულად არ შემიძლია ტრამპის დადანაშაულება, ვინაიდან, მის დროს სრულმასშტაბიანი შემოჭრა არ ყოფილა. არ ვიცი, მას რა რეაქცია ექნებოდა" - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

დღის გადაცემები