რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის ბელორუსში გამართული მოლაპარაკებები ცოტა ხნის წინ დასრულდა. გომელთან ახლოს გამართული შეხვედრაზე, რომელიც თითქმის 6 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა მთავარი საკითხი უკრაინაში ომის დასასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯები იყო. მხარეთა მკვეთრად განსხვავებული პოზიციების გამო მოლაპარაკებების დაწყვებამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ შეხვედრიდან დიდი მოლოდინი არ აქვს. სანამ დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები გრძელდებოდა, უკრაინის ქალაქი ხაქრკოვი რუსული ძალების მიერ კიდევ ერთხელ დაიბომბა.
"სამართლიანი მოლაპარაკება შესაძლებელია იყოს, თუ ერთი მხარე მოლაპარაკების დროს მეორე მხარეს სარაკეტო არტილერიით არ დაარტყამს. ჯერჯერობით არ გვაქვს ის შედეგი, რისი მიღებაც გვსურს.
რუსეთმა დააფიქსირა თავისი პოზიცია და ჩვენ გამოვაცხადეთ კონტრაპუნქტები ომის დასრულებისთვის. მივიღეთ გარკვეული სიგნალები. როდესაც დელეგაცია კიევში დაბრუნდება, გავაანალიზებთ იმას, რაც მოვისმინეთ და შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ გავაგრძელოთ მოლაპარაკებების მეორე რაუნდს", - აღნიშნა ზელენსკიმ "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.