დღის სიახლეები
ვოლოდიმირ ზელენსკი პარლამენტს საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივებას სთავაზობს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებ კანონპროექტები წარუდგინა.
პარლამენტში დარეგისტრირდა შესაბამისი კანონპროექტები უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებების - "უკრაინაში საომარი მდგომარეობის ვადის გაგრძელების შესახებ" და "საერთო მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებ" - დამტკიცების თაობაზე. კანონპროექტების ტექსტები რადას ვებგვერდზე ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.
უკრაინის სახალხო დეპუტატის იაროსლავ ჟელეზნიაკის ინფორმაციით, გადაწყვეტილება, შეიძლება მომდევნო პლენარულ სხდომაზე მიიღონ. მისი ვარაუდით, უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საერთო მობილიზაცია შეიძლება კიდევ 90 დღით, 2023 წლის 19 თებერვლამდე გაგრძელდეს.
მსგავსი
დღის გადაცემები