დღის სიახლეები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს გამორიცხავს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ოფიციალურად აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებების გამართვა შეუძლებელია.
განკარგულების ერთ-ერთ პუნქტში, რომელიც უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ 30 სექტემბერს მოამზადა, ნათქვამია: "უკრაინამ მიიღო გადაწყვეტილება განაცხადოს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების წარმოების შეუძლებელია".
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ არა ვლადიმერ პუტინთან, არამედ რუსეთის სხვა პრეზიდენტთან.
მსგავსი
დღის გადაცემები