დღის სიახლეები
ზაალ ანჯაფარიძე: "შესაძლოა, ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე აშშ-ში ჩათვალეს, რომ სწორედ ახლაა კარგი დრო საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად. ახლა ყველაფერი ჩვენს საზოგადოებაზეა დამოკიდებული"
"კონფრონტაციული პოლიტიკა სანქციებზე არ ჩერდება ხოლმე. შესაძლოა, ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე აშშ-ში ჩათვალეს, რომ სწორედ ეხლაა კარგი დრო საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად", – წერს "ფეისბუკის" გვერდზე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის მიერ მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით.
"რამდენად შეისმენენ ან გაითვალისწინებენ ამ განცხადებას ვაშინგტონში, დრო გვაჩვენებს.
მე ვფიქრობ, რომ ქართველი მოსამართლეების სანქცირებით აშშ-მა ახალი ფურცელი გახსნა საქართველოსთან ურთიერთობაში, რაც, ჩემი აზრით, არის კონფრონტაციისკენ გადადგმული ნაბიჯი.
ეხლა ყველაფერი ჩვენს საზოგადოებაზეა დამოკიდებული", – აღნიშნავს ანჯაფარიძე.
მსგავსი
დღის გადაცემები