ჩვენ ოპოზიცია არ გვყავს, - ამის შესახებ მსახიობმა, აქციის "მოვდივარ" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა.
"მარტივი კითხვა უნდა დავსვათ - რა გააკეთეს ქვეყნის სასარგებლოდ? და ჩამოვთვალოთ, რა ვერ გააკეთეს. ვერ შექმნეს დღის წესრიგი, ნეგატიური დღის წესრიგის გარდა. ეს ადამიანები, როგორც კალიები, ერთი პოზიციიდან მეორე პოზიციაზე დახტიან, ერთი პარტიიდან მეორე პარტიაში გადადიან. არავინ არ თამაშობს დაბურული ბანქოთი. ყველას გადმოშლილი აქვს და ყველამ ყველას სვლა იცის. არავინ მალავს თავის ზრახვებს", - მიიჩნევს პაპუაშვილი.
მან იმ აქციაზეც ისაუბრა, რომელიც 30 აპრილს გაიმართება და აღნიშნა, რომ აქცია ვიზუალურად მინიმალისტური იქნება და ძირითადი აქცენტი მის შინაარსზე გაკეთდება. პაპუაშვილმა მსურველებს მოუწოდა აქციაზე საქართველოს ეროვნული დროშით მივიდნენ.
"მგონია, რომ ასეთი მძლავრი შეკრება ერთხელ კიდევ დაგვჭირდება. არჩევნების დროს", - დასძინა მან.