დღის სიახლეები
ზამთრის კურორტებზე შეზღუდვების გამო ზარალმა 9 მილიარდ ლარს გადააჭარბა [ვიდეო]
შეზღუდვების მეორე ტალღის მსხვერპლი სხვა არაერთ სფეროსთან ერთად სამთო სათხილამურო კურორტებია. ზარალი 9 მილიარდი ლარია, თუმცა მთავრობა დუმს და გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს. 11-მა ორგანიზაციამ მთარობის მეთაურს წერილობითი განცხადების სახით მიმართეს, სადაც ზამთრის კურორტების წარმომადგენლები იმ კვალიფიციურ კვლევებზე საუბრობენ, რომლის მიხედვითაც კურორტების გახსნა დამსვენებლებისთვის უსაფრთხოა. ორგანიზაციის წარმომადგნლები იმ ზარალზე საუბრობენ, რომელიც სფეროს მიადგა.
სფეროს წარმომადგენლები 1 თებევრვლიდან სამთო კურორტების გახსნას მოითხოვენ, სახელისუფლებო გუნდი კი ამ დრომდე დუმს. კონკრეტული პასუხი, როდის იგეგმება ზამთრის კურორტებისთვის სრულყოფილი ფუნქციის აღდგენა უმრავლესობაში სეზონის დასრულებამდე ერთი თვით ადრეც არ აქვთ.
მსგავსი
დღის გადაცემები