24.11.2024 | 21:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ზოგიერთი საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საარჩევნო უბნის გახსნა, უამინდობის გამო, გვიან გაიხნა. აღნისნულთან დაკავშირებით, ცესკომ წინასწარი განცხადებაც გააკეთა. მათივე განმარტებით, ხადას ხეობაში უბანი დაგვიანებით გაიხსნა. შატილში კი უბანი საერთოდ არ გახსნილა, ვინაიდან, უამინდობის გამო, დამკვირვებლები ვერტმფრენს ადგილზე ვერ გადაჰყავს. იგივე მიზეზის გამო, ვერ იხსნება სპეციალურად შექმნილი ერთი უბანი გუდაურში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 19-ია. ასევე ვერ იხსნება ერთ-ერთი უბანი, სადაც 205 ამომრჩეველია.

 


შეგახსენებთ, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, თუმცა მას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს, რადგან მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკოს ოფიციალური მონაცემი რეალობას არ ასახავს.

დღის გადაცემები