ზოგადად, ნაც-რეჟიმმა შექმნა აღქმები, რომ საქართველოს სამშობლოდ მოხსენიება “გოიმობაა“, ეროვნული იდენტობების გამომხატველი სიმბოლოები ჩამორჩენილობა და სირცხვილი. ოჯახი, პატიოსნება, აღმსარებლობა, ერთგულება გამოცხადდა დასაცინ, საქილიკო სიტყვებად. ამ “უსამშობლო ნაძირლების“ ხელში მიმდინარეობდა საქართველოს “გარდაქმნა-განახლება“. რეფორმებით შეფუთულ ათას სისაძაგლეზე თვალს ხუჭავდნენ რეჟიმის ლობისტები, რადგან მათი პატრონაჟის ქვეშ მყოფები მონურ მორჩილებაში იყვნენ და ასე გრძელდებოდა 2012 წლამდე“,- წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით “უსამშობლო ნაძირლების“ და მათი ლობისტების 10 წლიანი მცდელობები, არჩევნების გზით რადიკალები ხელისუფლებაში დაბრუნებულიყვნენ ჩაიფუშა. "
ნაცმოძრაობა პირდაპირ იწყებს რადიკალიზაციას, როცა ადამიანებს ჰყოფს ერთგულებად და მოღალატეებად. ვინც მის პოლიტიკას არ იზიარებს ყველას “რუსეთუმეს“ უწოდებს, ხოლო ერთგულ ქვეშევრდომებს განუსაზღვრელ ძალაუფლებას აძლევს, რამაც ბიზნეს-რეკეტი, ადამიანის უფლებების ხელჰყოფა, მედია-ტერორი და ათასი საშინელება მოიტანა. ნაცრეჟიმმა სახელმწიფოს ორ უმნიშვნელოვანეს სოციალურ ინსტიტუტს ბრძოლა გამოუცხადა. პედაგოგები, ლექტორები, მწერლები, მომღერლები, სპორტსმენები, მხატვრები რეჟისორები და საზოგადოდ აქტიური დამსახურებული ადამიანები, რომელთაც რეჟიმი არ მოსწონდათ “ჩარეცხილები“ უწოდა. “უსამშობლო ნაძირლებს“ და მათ სტრატეგიულ პარტნიორებს მინდა ვუთხრა: ქვეყანას ვეღარ მოერევით და აქ ომს თქვენ ვეღარ გააჩაღებთ. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, სტრატეგია შეცვალოთ, სახე შეინარჩუნოთ, თუ თამაშში დარჩენა გსურთ.“- წერს ზურაბ ქადაგიძე.