კაჭრეთში თავდაცვის სფეროში ქალების ლიდერობის თემაზე სემინარი გაიხსნა. ღონისძიება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გახსნა და თავდაცვის უწყებაში ქალების ლიდერობის მნიშვნელობაზე, უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრირების პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.
სიტყვით გამოვიდნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის წარმომადგნელებიც.
სემინარის მიზანს თავდაცვის უწყებაში წამყვან მენეჯერულ რგოლთან ერთად სტრატეგიების შემუშავება წარმოადგენს ქალების მეტი ჩართულობისთვის. ღონისძიება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრისა (DCAF) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ტარდება.