დღის სიახლეები
თალიბანის ლიდერები მოსკოვში მოლაპარაკებებს მართავენ
მსოფლიო თანამეგობრობამ თალიბანის ხელისუფლება შესაძლოა აღიაროს, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის ადამიანის უფლებათა დაცვის და ინკლუზიურობის კუთხით თავის დანაპირებს შეასრულებს - ამის შესახებ განცხადება მოსკოვში გაკეთდა. რუსეთში აკრძალული და ტერორისტულ მოძრაობად აღიარებული თალიბანის ლიდერები მიმდინარე წლის განმავლობაში მოსკოვში უკვე მეოთხედ ჩავიდნენ, თუმცა ამჟამინდელი ვიზიტი მათი ავღანეთის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველია. ამასთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2017 წელს შექმნილი ფორმატის მიხედვით მიმდინარეობს, რომელშიც ასევე ჩინეთი და ავღანეთის მეზობელი ქვეყნებიც იღებენ მონაწილეობას.
მსგავსი
დღის გადაცემები