თალიბანმა ავღანეთის მთავრობის ახალი მეთაური დაასახელა - ქვეყანას სათავეში მულლა მოჰამედ ჰასან ახუნდი ჩაუდგება, რომელიც ამავდროულად გაეროს სასანქციო სიაში ირიცხება. თალიბანის დაარსების აკვნის - ყანდაღარის მკვიდრი მინისტრის პოსტს გასული საუკუნის 90-იან წლებში, თალიბანის მმართველობისას იკავებდა. მის სახელს უკავშირდება ასევე 2001 წელს იუნესკოს ნუსხაში მყოფი ბუდდების უძველესი ქანდაკებების განადგურება. ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს სირაჯუდინ ჰაკანი დაიკავებს, რომელიც აშშ-მ საშიშ ტერორისტთა სიაში 10 წლის წინ შეიყვანა. ფედერალური გამოძიების ბიურომ მის დასაკავებლად 5 მილიონი დოლარის ოდენობით პრემია დააწესა. „თალიბანის“პოლიტიკური ფრთის წევრი მულა აბდულ ჰაკ ვასიკი ავღანეთის დაზვერვის მინისტრი იქნება, თავდაცვის მინისტრის პოსტს მუჰამად იაქუბ მუჯაჰიდი დაიკავებს, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად მულა ამირ ხან მუთაქი დასახელდა. თალიბანის ლიდერთა განცხადებით, ავღანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრთა სია განახლებადია. მოძრაობის პრეს-მდივნის განცხადებით, სამინისტროებში ზოგიერთი თანამდებობა კვლავ ვაკანტურია, ამიტომ თალიბანი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური კადრი მოიზიდოს რეგიონებიდან.
დღის სიახლეები
თალიბანმა მთავრობის შემადგენლობა გამოაცხადა [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები