დღის სიახლეები
თალიბებმა ქაბულში ქალთა დემონსტრაცია დაარბიეს [ვიდეო]
თალიბებმა ქაბულში ქალთა დემონსტრაცია დაარბიეს. ექვსმა ქალმა საპროტესტო აქცია ერთ-ერთი სკოლის ტერიტორიაზე გამართა. მათ გაშალეს პლაკატები ლოზუნგებით - "არ დახურო ჩვენი სკოლები!" და "განათლება არის ადამიანის იდენტობა". თალიბებმა დემონსტრანტებს პლაკატები წაართვეს და დახიეს, აქციის მონაწილეები სკოლის ტერიტორიიდან გააძევეს, ხოლო მედიას, რომელიც ამ ღონისძიებას აშუქებდა, კამერების წარმთმევა დაუპირეს. ერთ-ერთმა შეიარაღებულმა მამაკაცმა კი ჰაერში ტყვიამფრქვევი გაისროლა. მოგვიანებით, ჟურნალისტები თალიბანის ლიდერმა შეკრიბა და განაცხადა, რომ პროტესტი არ იყო კოორდინირებული ხელისუფლებასთან და თუ ქალები ხელისუფლებას აქციის გამართვის თხოვნით მიმართავდნენ, დემონსტრაციას არავინ დაარბევდა.
მსგავსი
დღის გადაცემები