28.11.2024 | 04:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თამარ გაბუნია: "გრიპის ვირუსის გამო, სასწავლო დაწესებულებებში სწავლების რეჟიმის ცვლილების რეკომენდაციის აუცილებლობა არ დგას"

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გრიპის ვირუსის გამო, სასწავლო დაწესებულებებში სწავლების რეჟიმის ცვლილების რეკომენდაციის აუცილებლობა არ დგას.

როგორც მან განაცხადა, ვირუსის ჩვეულებრივზე მაღალი გავრცელება, ამ ეტაპზე არაა.

"ეს არის ხანმოკლე პერიოდი. სეზონური გრიპის გავრცელებას არ აქვს ხანგრძლივი პერიოდი. სულ რამდენიმე კვირაზეა საუბარი. საუკეთესო პრევენცია სკოლის გარემოში არის ის, რომ თუ ბავშვს აქვს სიცხე და თავს არ გრძნობს კარგად, არ უნდა წავიდეს სკოლაში და გაკვეთილს არ უნდა დაესწროს. მოგვარდება ეს სიტუაცია და ვფიქრობ, რომ ბავშვები არ ჩამორჩებიან. ყოველთვის იყო ეს პრობლემა კოვიდამდეც და ახლაც მსგავსი სიტუაციაა. არაფერია განსხვავებული. პერიოდი იქნება ხანმოკლე, ჩვენი მოლოდინი ასეთია და გამოცდილებაც წლების განმავლობაში ამას უჩვენებს. ვფიქრობ, რომ სწრაფად დაბრუნდებიან იმავე რეჟიმზე, რა რეჟიმიც ჩვეულებრივ სკოლებში მიმდინარეობს. ამის რაიმე განსაკუთრებული რეჟიმის რეკომენდაციას ნამდვილად არ ვიძლევით, რადგან ამ ვირუსების ჩვეულებრივზე მაღალი გავრცელება, ამ ეტაპზე არ არის" - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის გადაცემები