დღის სიახლეები
თბილისის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლას 2250 ლარით დაუფინანსებს [ვიდეო]
სტუდენტური დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ იმ სოციალურად დაუცველ სტუდენტებზეც, რომელთაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლები აქვთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მერიაში გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, 2015 წლიდან ფინანსდება იმ ოჯახების სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში იყო 70 000 ან ნაკლები და ახლა ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება. მისივე თქმით, სოციალურად დაუცველ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა თბილისის მერიისგან მიიღოს სწავლის დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა არის 2250 ლარი.
მსგავსი
დღის გადაცემები