დღის სიახლეები
თბილისის მერია: "ყაზბეგის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, გადაადგილება დროებით შეფერხდება"
ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთასთან არსებულ გზაჯვარედინზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეფერხდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ უცვლელად, არსებული სქემის შესაბამისად.
სამუშაოები 21 თებერვლიდან პირველი აპრილის ჩათვლით იწარმოებს.
მსგავსი
დღის გადაცემები